ბატონო ზურაბ!
სკოლაში, სახლში თუ გზაში სულ თქვენზე ვფიქრობ. ვფიქრობ და სუნთქვა მეკვრის, ჰაერს ვეღარ ვგრძნობ და ყელში რაღაც ბურთივით მეჩხირება. რეალური ფიქრების ამაოდ მოშორებას და უარყოფას ვცდილობ. სუნთქვაშეკრული ვუსმენ თქვენზე ყოველ ახალ ამბავს და ყურები ფეთქავს მოლოდინით. მინდა დრო გაიყინოს და აღარაფერი გავიგო თქვენზე „ცუდი”. ამდენი ხანი თქვენი გამოჩენის, ნახვის იმედი და სურვილი მქონდა. იცით, თქვენთვის რამდენ მასალას ვაგროვებდი და გელოდით. . .
ახლა კი. . .
ბატონო ზურაბ!
რამდენჯერ მთხოვეთ, მიბრძანეთ და მისაყვედურეთ „ბატონო” აღარ დამიძახოო, ვერ შევძელი. ჩემთვის ყოველთვის სათნო და პატივსაცემი ავტორიტეტი იყავით. ასაკით, გამოცდილებით, პროფესიით გაცილებით მაღლა მდგომი. როგორ მომემართა სხვანაირად? „ბატონო ზურაბ” გეტყოდით და ვიღიმოდი თქვენი რეაქციის, მიმიკით საყვედურის გამო. მე მაინც ასე მოგმართავდით და ასე მოგმართავთ ყოველთვის.
სულ მინდა რომ გაგიხსენოთ, მაგრამ არასოდეს წარსულში.

ჩვენს ბოლო შეხვედრას ვიხსენებ და ვლამობ, არ მინდა რომ მართლა ბოლო იყოს. არასოდეს იმჩნევდით ტკივილს და წუხილს, დარდსა და ბოღმასაც ვაჟკაცურად უძლებდით. მინდა მუდამ ისეთი ხალისით იყოთ, როგორც ბოლოს, რომ გნახეთ. ოღონდ იმედიანი.
დამშვიდობებისას გთხოვეთ: „იბრძოლეთ! ძალიან გვჭირდები და დაგვიბრუნდით-თქო”, არაფერი მიპასუხეთ. მხოლოდ ჩაფიქრდით და მე მინდოდა ამომეკითხა რაზე ფიქრობდით მაშინ?
უამრავი ბრძოლისთვის გაგიძლიათ. გხედავდით, როგორ სიმართლით გაართვით თავი ყველა პრობლემას და გაიმარჯვეთ. მეამაყებოდა თქვენი ოლიმპიური სიმშვიდე და გამძლეობა.
ჩემი წარმატებაც სულ თქვენი დამსახურებაა. მხოლოდ ის მინდოდა, რომ თქვენი ნდობა გამემართლებინა და ვცდილობდი, თავი არ დამიზოგავს და თქვენც ათმაგად დამიფასეთ. ვცდილობდი, რომ თქვენს გვერდით ვყოფილიყავი სკოლის ყველა საქმეში და მოწინავე სკოლა ვყოფილიყავით. უთქვენოდ ახლა ეს წარმოუდგენელია.
მინდა რაღაც ახალი შევქმნა და ვძერწო სკოლისთვის, მაგრამ ცოტა დაბნეული და შეშინებულიც ვარ. თქვენ ხომ ყველა ჩემი წამოწყების ხელშემწყობი იყავით. ახლა ყველაფრის ხალისი მეკარგება. გული მიტირის და მინდა რითიმე დაგეხმაროთ. ,მაგრამ არაფერი შემიძლია.
მილიონი იდეა გამიჩნდება და მინდა გახაროროთ, როგორც ადრე. მინდა, როგორც ადრე მოუსმინოთ ყველა ჩემს კარგ იდეას თუ ახირებას. დამეთანხმოთ ან უარით გამომიშვათ. დამავლოთ რამე!
. . . როგორ გაუსაძლისად გაიწელა უთქვენობა იანეთის №1 საჯარო სკოლაში.
არა, კარიდორი არ დუმს _ ისევ ჟრიამულობენ ბავშვები. ისევ ისე დადის ნანი ქავთარაძე ბამბუკის ჯოხით და შენიშვნებს აძლევს თავისი ჩვეული მიმიკით ონავარ ბავშვებს. ისევ ირეკება სკოლის ზარი გაკვეთილის დაწყებისას და დამთავრებისას. თქვენი კაბინეტის კარიც ღიაა-ხოლმე, როგორც ადრე და ისევ ისე ვაწერ ყველა დოკუმენტს ბოლოს: „სკოლის დირექტორი: /ზ.გეგუჩაძე/”.
და . . .მხოლოდ თქვენ არ გვეფეთებით.
ნუღარ შეგვიცვლით მხიარულებას, ჟრიამულს, სიცილს. გვაკმარეთ ეს ცრემლებიც. . .
. . . ღმერთო მოახდინე სასწაული _
დაგვიბრუნე ჩვენი „ბატონი ზურაბი! . .
ე. კოპალეიშვილი

იანეთის №1 სკოლის ისტ მენეჯერი.
2009 წ. თებერვალი.
2009 წ. თებერვალი.
P.S.
24 აპრილი.2009 წელი.
აქ ყველა ნივთი თქვენს თავს მაგონებს.
ვზივარ და ვფიქრობ - როგორ შევძლო უთქვენოდ მოძრაობა?..თქვენსავით ხომ ვერავის ვენდობი. . .
არ მინდა შევიმჩნიო, რომ დაბნეული ვარ, ისე როგორც ადრე დაობლებული ბავშვი. . .
ვცდილობ ძალა მოვიკრიბო და ისე გავაგრძელო, როგორც თქვენ მოგეწონებოდათ. ახლაც, როცა ამ საიტს ვაკეთებ, მინდა რომ შეხედოთ და თქვენებურად შეაფასოთ, მეშინია არ დამიწუნოთ. რა ვქნა ცრემლი მასწრებს და მაპატიებთ ალბათ თქვენი შესაფერისი თუ არ გამომივა.
თქვენ კი აღდგომის დილას, როცა ცის სასუფევლის კარი იღება, მაშინ გადასახლდით იმიერში.
ისეთი დიდი სიყვარული, როგორიც თქვენ დაიმსახურეთ ყველასგან, მხოლოდ ღვთის რჩეულებს ერგებათ ხოლმე და თქვენც ღმერთმა დაგიმკვიდროთ სასუფეველი. მე კი ჩემს "მოსახსენებელში" ერთ სახელს კიდევ მივუმატებ - "ზურაბი" და სანამ აქ, ამ საქმეს ვემსახურები თქვენი სახელი და საქმენი არ წაიშლებიან, პირიქით იბრწყინებენ, რათა სხვას, კიდევ ბევრს გაუნათონ სავალი გზა, ვინც თქვენს უკან ვლიან.
არასოდეს დაგივიწყებთ!
Комментариев нет:
Отправить комментарий